,,პირველი ნოემბრიდან 27 მარტის ჩათვლით 260 საჯარო მოხელე მივეცით სისხლის სამართლის პასუხისგებაში", -განაცხადა ,,პრეს-პრესში" სტუმრობისას მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა პროკურატურის მუშაობის შეფასების კომენტირებისას.
,,რაც შეეხება იმ საკითხს, რომ უკმაყოფილებაა გამოძიების ტემპებიდან გამომდინარე მე ამ უკმაყოფილების საფუძვლად ცოტა სხვა რამეს დავინახავდი. მე ფაქტს გეტყვით და ციფრს, პირველი ნოემბრიდან 27 მარტის ჩათვლით 260 საჯარო მოხელე მივეცით სისხლის სამართლის პასუხისგებაში, აქედან ხუთი ყოფილი მინისტრია, ერთი დედაქალაქის მერი. როდესაც ჩვენ ევროპელებს ვხვდებით და ამ ციფრებს ვეუბნებით მათი რეაქცია არის უჰ, ეს რამდენია, მაგრამ აქ საქართველოში როდესაც საზოგადოება გისოსებს მიღმა ვერ ხედავენ ამ ადამიანებს მიაჩნიათ, რომ პროკურატურა სუსტია, ან მუშაობს არაეფექტური", _განაცხადა კბილაშვილმა