მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის განცხადებით, საგამოძიებო უწყება სამ საარჩევნო ოლქში გამოცხადებულ არჩევნებში მონაწილე სუბიექტების დაკითხვისგან თავს შეიკავებს.
როგორც მან აღნიშნა, ეს იმ პირებს ეხებათ, რომლებიც საარჩევნო კამპანიაში უშუალოდ იქნებიან ჩართულები.
მისი თქმით, პროკურატურა საგამოძიებო მოქმედებებისგან გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, თავს შეიკავებს.
"მაქსიმალურად შევეცდებით, ვგულისხმობ იმას, რომ თუ ამის საშუალებას გვაძლევს საპროცესო დრო - თუ რაღაცის დრო თუ არ იწურება, ან თუ ისეთი დანაშაულია, რომლის გადაუდებელი გამოძიება არ არის ძალიან საჩქარო. სხვა შემთხვევაში, ჩვენ რა თქმა უნდა გავითვალისწინებთ ამას და ყველანაირად ვეცდებით, რომ არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ გარემოში", - განაცხადა კბილაშვილმა.
უწყებათაშორისმა კომისიამ შესაბამისი რეკომენდაციით საგამოძიებო უწყებებეს გუშინ მიმართა.
ამასთან, სამ საარჩევნო ოლქში - ნაძალადევში, სამტრედიასა და ბაღდათში შუალედური არჩევნები 27 აპრილს გაიმართება.