მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის განცხადებით, რამდენიმე საქმესთან დაკავშირებით შესაძლოა, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკითხვის საჭიროება დადგეს.
როგორც მან აღნიშნა, საგამოძიებო ორგანოების ქვეშ რამდენიმე საქმეა, სადაც პრეზიდენტის ინფორმირებულობა იკვეთება.
მისი თქმით, საქმე საფუძველს იძლევა ქვეყნის პირველი პირის მოწმის სახით დაკითხვისთვის, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება - დაიკითხება თუ არა მიხეილ სააკაშვილი, ამ ეტაპზე არ არის მიღებული.
"რამდენიმე საქმეა, სადაც პრეზიდენტის შემხებლობა, ინფორმირებულობა იკვეთება. საჭიროა, პროკურორმა ამ შემთხვევაში, საქმის მწარმოებელმა პროკურორმა მიიღოს გადაწყვეტილება მიზანშეწონილობის შესახებ - რამდენად მიწანშეწონილია ამა თუ იმ პირის დაკითხვა და დროული", - განაცხადა კბილაშვილმა.
მისი თქმით, ჯერ ეს გადაწყვეტილება არ არის მიღებული, შეიძლება არც არასდროს არ იქნეს მიღებული, ან შეიძლება იქნეს მიღებული მალე.