ცნობილი მომღერლის სოსო პავლიაშვილის წინააღმდეგ პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმე შეკვეთილი მკვლილელობის ფაქტზე აღიძრა. საქმე ნოემბერში თბილისში მომხდარ გახმაურებულ მკვლელობას ეხება. მოწმეთა მიერ მიცემული ჩვენებებით ირკვევა, რომ პავლიაშვილს დანაშაულის შემკვეთად ასახელებენ. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია "მე-9 არხი" ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, 24 ნოემბერს საკუთარ მანქანაში მოკლულ ავთანდილ ადუაშვილთან რუსეთში მოღვაწე ქართველ მომღერალს მრავალწილიანი ურთიერთობა აკავშირებდა. მკვლელობის ფაქტზე უკვე ექვს პირია დაკავებული, რომლებიც სასამართლოს წინაშე წარდგნენ. საქმის მოსმენა საქალაქო სასამართლოში შედგა. სასამართლო პროცესს ექვსივე განსასჯელი ესწრებოდა.
ადვოკატების ინფორმაციით, დაკავებული პირები ბრალს არ აღიარებენ. თავის მხრივ, მოკლულის ოჯახის წევრები, ამ მკვლელობაში სოსო პავლიაშვილის მონაწილეობაზე რამდენიმე თვის წინ საუბრობდდნენ. ამ სკანდალური საქმის განხილვა 12 აპრილს განახლდება.