დღეს, 30 მარტს, შინაგან საქმეთა სამინისტრო და შეერთებული შტატების საელჩო თბილისში საელჩოს ტერიტორიასა და მის გარშემო წვრთნას ატარებენ.
როგორც ”ჯი-ეიჩ-ენს” საქართველ;ოში აშშ-ის საელჩოდან აცნობეს, აღნიშნული რუტინული წვრთნის მიზანია საქართველოსა და შეერთებული შტატების უსაფრთხოების უწყებებს შორის კომუნიკაციისა და თანამშრომლობის გაძლიერება. წვრთნები საელჩოსა და საქართველოს სამართალდამცველი უწყებების ოთხთვიანი დაგეგმვის შედეგია.
შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ბევრ სფეროში, უსაფრთხოებისა და სამართალდამცველი სტრუქტურების ჩათვლით, შესანიშნავი თანამშრომლობა აკავშირებთ. დღევანდელი წვრთნის პროგრამა წარმატებული პარტნიორობის გაგრძელებას შეუწყობს ხელს.