შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტისა და შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს მიერ, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ინტენსიური მოლაპარაკების შედეგად, უკანონოდ დაკავებული მოქალაქეები გაათავისუფლეს.
შსს ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის „უკნონო კვეთის" ბრალდებით, საკუთარ ხეხილის ბაღში ფიჩხის მოსაგროვებლად წასული, 1994 წელს დაბადებული უშანგი დოთიაშვილი გორის რაიონის სოფელ კირბალში 26 მარტს, ხოლო კასპში მცხოვრები ირა ხუბაევა და გორში მცხოვრები ანა გიგოლაევა - კასპის რაიონის სოფელ ყარაფილას მიმდებარე ტერიტორიაზე 27 მარტს დააკავეს.
უკანონოდ დაკავებული მოქალაქეები ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო წარმომადგენლებმა დღეს გაათავისუფლეს.