სასამართლომ ყოფილ პოლიტპატიმარ მელორ ვაჩნაძეს 400-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
დღევანდელი სასამართლო სხდომა რამდენიმე საათს გაგრძელდა.
ყოფილი პოლიტპატიმარი მელორ ვაჩნაძე პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის დააკავეს.
როგორც შსს-ს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა, ვაჩნაძემ სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
"ლაგოდეხის რაიონში საგზაო წესების დარღვევისთვის, კერძოდ, ღერძულა ხაზის არასწორად გადაკვეთისთვის გააჩერეს "მერსედესის" მარკის ავტომანქანა, რომელსაც მელორ ვაჩნაძე მართავდა. საჯარიმო ოქმის შევსების დროს მელორ ვაჩნაძემ სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის ადმინისტრაციული სამრთალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევისთვის მელორ ვაჩნაძე დააკავეს და გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში", -განაცხადა გიორგობიანმა.
მელორ ვაჩნაძე საყოველთაო ამნისტიის შედეგად, 10 ნოემბერს გათავისუფლდა.
ის პოლიციის თანამშრომლებმა 2009 წლის ივნისში საქართველოს პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის დარბევისას დააკავეს. მას ბრალად სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიმართ წინააღმდეგობის გაწევა და თაღლითობა ედება. მელორ ვაჩნაძეს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.