ყოფილი პოლიტპატიმარი მელორ ვაჩნაძე პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის დააკავეს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში შსს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა, ვაჩნაძემ სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
,,ლაგოდეხის რაიონში საგზაო წესების დარღვევისთვის, კერძოდ ღერძულა ხაზის არასწორად გადაკვეთისთვის გააჩერეს მერსედესის მარკის ავტომანქანა, რომელსაც მელორ ვაჩნაძე მართავდა. საჯარიმო ოქმის შევსების დროს მელორ ვაჩნაძემ სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის ადმინისტრაციული სამრთალდარღვევათა კოდექსის 173-მე მუხლის დარღვევისთვის მელორ ვაჩნაძე დააკავეს და გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში", -განაცხადა გიორგობიანმა და აღნიშნა, რომ ვაჩნაძის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.