სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა 3 პაკეტად დაფასოებული, 2,8 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი აღმოაჩინეს. კერძოდ, 28 მარტს, გვიან საღამოს, სარფში თურქეთიდან საქართველოს მოქალაქე კ.ს. შემოვიდა, რომელსაც თან ჰქონდა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები. შემდგომი რეგირების მიზნით, საქმის მასალები კრიმინალურ პოლიციას გადაეცა.
მასალის გამოყენების პირობები