,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შვიდი წევრი დაკითხვაზეა დაბარებული. ამის შესახებ, საკრებულოში გამართულ პრესკონფერენციაზე თბილის საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ სამადაშვილმა განაცხადა. როგორც სამადაშვილმა განმარტა ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო ნაწილში დაკითხვაზე ვერ გამოცხადდებიან, რადგან საკრებულოს სხდომაა დანიშნული.
,,ბრძოლის მეთოდები, რომელიც ნახევარი წელია გრძელდება არის მრავალფეროვანი დაწყებული ,,გასაუბრებებიდან" დამთავრებული დაკითხვებით. მე მივმართე საქართველოსი აკრედიტებულ საელჩოებს, მე მივმართე არა მხოლოდ საქართველოსი, არამდე ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოღვაწე საერთაშორისო ორგანიზაციებს იმისათვის, რომ დაიცვან ჩვენს ქვეყანაში, დედაქალაქში ადგილობრივი თვითმმართველობა", - განაცხადა სამადაშვილმა.