საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნის გამოყენებისა და სამოქალაქო ბრუნვაში შეტანის ფაქტზე, მოქალაქე კახა დიასამიძე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, ჩინური წარმოების 400 ცალ მობილურ ტელეფონს შეუცვალა სამარკო ნიშანი და აღნიშნული მობილურები, როგორც ნოკიას ფირმის წარმოებული პროდუქცია, 7 200 აშშ დოლარად გაყიდა.
მიმდინარეობს გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196 - ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.