ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას საქმის განხილვა 5 აპრილისთვის გადაიდო.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოსამართლემ სასამართლოს ახალაიას ადვოკატის მალხაზ ველიჯანაშვილის განცხადება გააცნო, რომელიც შუამდგომლობდა, რომ სისხლის სამართლის პროცესს ესწრებოდა, ამიტომ ვერ მოახერხებდა ახალაიას პროცესზე დასწრებას.
დაცვის მხარე და ახალაიასთან ერთად სხვა ბრალდებულები შუამდგომლობას დაეთანხმა.
შემდეგი სასამართლო სხდომა 5 აპრილს, 12:00 საათისთვის დაინიშნა.
აღნიშნულ საქმეზე ბაჩო ახალაიას და შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსნებს ბრალად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო 7 პოლიციელის წამების ორგანიზება ედებათ.