მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება. როგორც შეხვედრის დაწყებამდე არასამთვარობო ორგანიზაციის წარმომდგენლებმა ჟურნალისტებთან განმარტეს არჩილ კბილაშვილთან შეხვედრისას ყურადღებას გაამახვილებენ თუ რატომ არ ხდება ამ დრომდე გახმაურებული საქმეების გამოძიება და იმ საქმეებზე, რომელიც ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგაა აღძრული.
,,გვაინტერესებს როგორ მიმდინარეობს წამების საქმეების გამოძიება და არის თუ არა ისეთი დოკუმენტით გათვალისწინებული მოთხოვნები როგორიც არის სტამბულის ოქმი ოქმი და ასევე ძალიან მაინტერესებს 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეთა გამოძიების საკითხი", -განაცხადა ჟურნალისტებთან "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის" ხელმძღვანელმა ლია მუხაშავრიამ.