,,არასამთვრობო სექტორთან ვისაუბრებ იმ პრობლემებზე, რაც ჩვენ საზოგადოებაშია დაგროვილი", _განაცხადა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა.
,,მათ უნდა ვესაუბრო იმ პრობლემებზე, რაც ჩვენი ხედვით, ჩვენი აზრით საზოგადოებაშია დაგროვილი და რა გადაწყვეტილებებს ვიღებთ. ეს ეხება საკადრო თემატიკას, პროკურატურაში არსებული საკადრო როტაციის საკითხს, საკუთრების უფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს, რომელიც ჩემი აზრით, პრობლემატურად დგას დღევანდელ საზოგადოებაში", -განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ არჩილ კბილაშვილი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს უკვე მეორედ ხვდება.