განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ბრალდებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანაშრომლებმა, შპს „ICC GEORGIA"-ს ბრალი წაუყენეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა კომპანიამ საფრანგეთიდან საქართველოში, სარფის საბაჟოს გავლით, 300 კილოგრამი დამაძინებელი ყაყაჩოს PAPAVER SOMNIFERUM L თესლი შემოიტანა, რომელსაც თან ერთვოდა საფრანგეთის მიერ გაცემული ორიგინალი ფიტოსანიტარული სერთიფიკატი, სადაც მითითებული იყო აღნიშნული პროდუქციის სახეობა. ექსპერტიზის დასკვნით, აღნიშნული ნივთიერება შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებას მორფინს და კოდეინს. საბაჟო სამსახურის თანამშრომლებმა მისი იმპორტის ნებართვა გასცეს, რის გამოც საბაჟო სამსახურის თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხი უახლოეს მომავალში გადაწყდება.
მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262 - ე მუხლის მეოთხე ნაწილით, რაც იურიდიული პირისთვის სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას 100 000 ლარის ოდენობით, ასევე, საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ან ლიკვიდაციას.