შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სასაზღვრო რეჟიმის დარღვევის ფაქტზე, სუფსის საზღვაო რაიონში, საქართველოს დროშით მცურავი თევზმჭერი სეინერი „ილორი c-00063" დააჯარიმეს.
აღნიშნული სეინერის კაპიტანს, საქართველოს მოქალაქე მევლუდ კ.-ს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114 (პრიმა ორი) მუხლის VII ნაწილის შესაბამისად.