საყოველთაო ამნისტიის შედეგად თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება კიდევ 22-მა პატიმარმა დატოვა.
სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წლის 26 მარტის მდგომარეობით, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში სულ 10 513 ბრალდებული/მსჯავრდებული იყო განთავსებული, რაც 2012 წლის 26 მარტის მაჩვენებელთან 13 468 ერთეულით ნაკლებია.
26 მარტის მონაცემებით, ამნისტიის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე არსებული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებები სულ 8 440-მა ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა დატოვა.
გათავისუფლებულებს შორის 175 პოლიტპატიმარი, 379 მდედრობითი სქესის სრულწლოვანი და 21 მამრობითი სქესის არასრულწლოვანია.