არჩევნებამდე გლადანის N8 დაწესებულებაში სასტიკად ნაწამები 27 წლის პატიმარ პაპუნა კვარაცხელიას სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი სიცოცხლე საფრთხეშია. ამის შესახებ განცხადება "პრაიმტაიმის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე პატიმარ კვარაცხელიას მამამ თამაზ კვარაცხელიამ ადვოკატ ნათია სირაძესთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
პაპუნა კვარაცხელიას გამა სხივური თერაპიები ესაჭიროება რაც საქართველოში დანერგილი ჯერ არ არის.
„მომცენ საშუალება ჩემი შვილი გადავარჩინო, ექსპერტიზაც ჩატარებულია, ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ პაპუნას გამა სხივური თერაპიით მკურნალობა ესაჭიროება", - აცხადებს თამაზ კვარაცხელია.
თამაზ კვარაცხელია და ნათია სირაძე, სასჯელაღსრულების სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელს ნათია ლანდიას სამსახურეობრივ გულგრილობაში ადანაშაულებენ.
თამაზ კვარაცხელია მიმართავს თხოვნით სასჯელაღსრულების მინისტრს სოზარ სუბარს, სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს და მთავარ პროკურატურას, დროულად იქნეს პაპუნა კვარაცხელიას საქმე გამოძიებული და თანხმობა მისცენ სასჯელის გადავადებაზე, რათა პაპუნა კვარაცხელიას სათანადო მკურნალობა ჩაუტარდეს.
მსჯავრდებული პაპუნა კვარაცხელია 2010 წლის 25 ნოემბერს დააკავეს, როგორც, თამაზ კვარაცხელია აცხადებს, მის შვილს ბრალი ჯგუფური ყაჩაღობისთვის და ნარკოტიკების შეძენა- შენახვისთვის უკანონოს წაუყენეს.