თბილისის მოქმედი მერისა და მერობის სახელისუფლებო კანდიდატის გიგი უგულავას მხარდასაჭერად ახალგაზრდული მოძრაობა "ჩვენი ხმა გიგი უგულავას" დაფუძნდა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მოძრაობიდან აცნობეს, არასამთავრობო ორგანიზაციამ შესაბამის რეგისტრაციაში გატარებასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრში განაცხადი დღეს შეიტანა.
მოძრაობის წარმომადგენლების განმარტებით, მოძრაობის დაფუძნების მიზანი საარჩევნო კამპანიაში გიგი უგულავას მხარდაჭერა და თბილისელი მოსახლეობის იმაში დარწმუნებაა, რომ ხმა მერის არჩევნებზე სწორედ უგულავას მისცენ.
მოძრაობა "ჩვენი ხმა გიგი უგულავას" საჯარო რეესტრში დარეგისტრირებისთანავე, მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებულ დეტალებზე სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრებს.