ორხევის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ქმარმა ცოლი, ეჭვიანობის ნიადაგზე, საკუთარ ავტომანქანაში დანით მოკლა.
მოგვიანებით ამავე მანქანით, ცხედრიანად, მივიდა პოლიციაში და სამართალდამცველებს ჩაბარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
მოკლული თბილისში, ერთ-ერთ საბავშვო ბაღში აღმზრდელად მუშაობდა.
ამავე ბაღში ამ დრომდე მუშაობს მოკლულის დედამთილი. აღსაზრდელთა მშობლები სამსახურიდან მის დათხოვნას ითხოვენ.