"ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება კიდევ 9 პატიმარმა დატოვა.
სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, 25 მარტის მდგომარეობით, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში სულ 10 531 ბრალდებული/მსჯავრდებული იყო განთავსებული, რაც 2012 წლის 25 მარტის მაჩვენებელთან 13 446 ერთეულით ნაკლებია.
25 მარტის მონაცემებით, ამნისტიის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე არსებული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებები სულ 8 418-მა პატიმარმა დატოვა.
გათავისუფლებულებს შორის 175 პოლიტპატიმარი, 377 მდედრობითი სქესის სრულწლოვანი და 21 მამრობითი სქესის არასრულწლოვანია.