,,საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტზე მოლაპარაკებები საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის გაგრძელდება", _განაცხადა ,,მაესტროს" ეთერში პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ თამარ ჩუგოშვილმა ,,საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტის კომენტირებისას.
,,რჩება გარკვეული საკითხები, რომელებზეც, ალბათ გაგრძელდება ჯერ კიდევ მოლაპარაკებები საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის, ძირითადად ეს შეეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ ექვსი წევრის შერჩევას, რომელიც პარლამენტმა საბჭოში უნდა წარდგინოს. ზუსტად რა ფორმით მოხდება ამ პირების შერჩევა, ეს ჯერ კიდევ გარკვეულწილად ღია საკითხია", _ განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.