დღეს, 26 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ თენგიზ გუნავას საქმეზე არსებითი განხილვა გაგრძელდება.
დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე დაზარალებულებისა და მოწმეების ჩვენებების გამოქვეყნებას გეგმავს.
მოწმეების წარდგენას აპირებს ასევე დაცვის მხარეც. სასამართლო სხდომაზე მათი ჩვენების მოსმენა იწყება.
თენგიზ გუნავას სამსახურებრივი უფლებამისილების გადაჭარბებისა და მითვისება-გაფლანგვისთვის, კერძოდ კი, ბენზინის ტალონების მითვისების ბრალდებით ასამართლებენ.