გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" და მისი თანმდევი 46 კანონპროექტი.
ცვლილებების თანახმად, გარემოს დაცვის სამინისტრო რეორგანიზებული იქნება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდ, ხოლო ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო - ენერგეტიკის სამინისტროდ.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი ცაგარეიშვილის შეფასებით, კანონპროექტების მესამე მოსმენით მიღების შემდეგ გარემოს დაცვის სფეროს ძირეული და მნიშვნელოვანი რეფორმის საკანონმდებლო ნაწილი დასრულდება და რეფორმის მთელი ტვირთი უკვე აღმასრულებელ ხელისუფლებაზე გადავა.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას.