2013 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 354 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 8 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 67 მლნ. აშშ დოლარი იყო (1 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი - 287 მლნ. აშშ დოლარი (9 პროცენტით ნაკლები). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 27 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 19 პროცენტი და იმპორტში 29 პროცენტი. (2012 წლის იანვარ-თებერვალში - შესაბამისად 28, 22 და 30 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა
სავაჭრო დეფიციტის 36 პროცენტი (2012 წლის იანვარ-თებერვალში - 33 პროცენტი).
მასალის გამოყენების პირობები