რუსეთიდან აფხაზეთში ე.წ. კანონიერი ქურდის მამუკა ჭკადუას, იგივე მამუკა გალსკის დეპორტაცია განხორციელდა. რუსული მედიის ინფორმაციით, 42 წლის მამუკა ჭკადუა ალტაის ერთ-ერთ კოლონიაში სასჯელა ნარკოტიკების უკანონო შენახვისათვის იხდიდა.
სამართალდამცავთა ინფორმაციით, გათავისუფლების შემდეგ ჭკადუა ალტაიში აპირებდა დარჩენას. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, რომლებიც ჭკადუამ სწორედ ალტაის კოლონიაში გაატარა ადგილობრივი კრიმინალის პატივისცემის დამსახურება შეძლო. თუმცა ჭკადუას გეგმები რუსეთის საიმიგრაციო სამსახურმა ჩაშალა. იგი ამჟამად აფხაზეთში იმყოფება და რუსეთში გამოსამგზავრებლად დოკუმენტებს ამზადებს.