ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე მაჰმუდ კესმეზი დააკავეს.
მას ბრალად საქართველოს ტერიტორიაზე 99 ცალი ყალბი 100-დოლარიანი შემოტანა ედება.
"საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი ფულის რეალიზების ფაქტზე თურქეთის მოქალაქე მაჰმუდ კესმეზი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირმა თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს ტერიტორიაზე რეალიზების მიზნით შემოიტანა 99 ცალი ყალბი 100-დოლარიანი კუპიურა, რომლის რეალიზება მის მიერ მოხდა 5 000 ამერიკულ დოლარად", - განაცხადა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნათია სუხიაშვილმა.
საქმესთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით ითვალისწინებს.