სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი, საზოგადოების ცნობილ წევრებთან ერთად, ქსნის ციხეს სტუმრობდა.
მინისტრმა ტუბერკულოზით დაავადებული პატიმრებისათვის განკუთვნილი საავადმყოფო მოინახულა, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება.
,,ბევრად არის გაუმჯობესებული კვება, რომელიც ძალიან აუცილებელია და სეპარაცია სხვადასხვა ტიპის პაციენტების, რადგან არიან ქრონიკული დაავადების მქონე პატიმრები, რომლებიც ერთმანეთთან კონტაქტობდნენ და ეს, პრაქტიკულად, მოხსნილია. შესაბამისად განკურნების შანსი გაცილებით მაღალია", _განაცხადა ჟურნალისტებთან სუბარმა.