დღეს დილით, ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის თანამშრომლებმა ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ბრალდებით, 1969 წელს დაბადებული გიორგი კ. დააკავეს.
დაკავებულმა, 23 მარტს, 26 მაისი მოედანზე კაზინო „აჭარაბეთის" შენობაში ნაღმის არსებობის შესახებ ცრუ ინფორმაცია „112"-ს მიაწოდა. სამართალდამცველებმა და გამნაღმველებმა გამოძიების შედეგად დაადგინეს, რომ გამოძახება ცრუ იყო - შენობაში ნაღმი არ აღმოჩნდა.
სამართალადამცველებმა, პიროვნების ვინაობა, ვინც საგანგებო სიტუაციების სამსახურში დარეკა რამდენიმე წუთში დაადგინეს.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. გამოძიებას, ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის მე-5 განყოფილება აწარმოებს.