მესამე დღეა სამართალდამცველები და ოჯახის ახლობლები ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭკადუაში 22 წლის გოგა კვარაცხელიას უშედეგოდ ეძებენ.
კვარაცხელია 22 მარტს სახლიდან ღამით, ფანრით ხელში გავიდა და ნახევარი საათის შემდეგ მამამ მოიკითხა, თუმცა მან მხოლოდ ფანარი იპოვა, ხოლო შვილის კვალს ვერსად მიაგნო.
ოჯახს რამდენიმე ვერსია აქვს. ისინი არც შურისძიებასა და გატაცებას არ გამორიცხავენ.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. სამართალდამცველები გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე კომენტარს არ აკეთებენ.