თბილისის საქალაქო თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებული 7 პირის სასამართლო პროცესი დასრულდა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ადვოკატებმა შესავალი სიტყვა წაიკითხეს, რისთვისაც წინა პროცესზე გონივრული ვადა ითხოვეს.
როგორც ახალაიას ადვოკატმა გოგიტა გაბაიძემ განაცხადა, დღეს შესავალი სიტყვები წარადგინეს, რასაც საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს.
"შემდგომ პროცესზე უკვე ბრალდების მხარე წარმოადგენს იმ მტკიცებულებებს და დაიწყება მათი გამოკვლევა. კერძოდ, მოწმეების დაკითხვა, რომელიც დაინიშნა 2 აპრილს, 11:00 საათზე", - განაცხადა გაბაიძემ.
ბაჩო ახალაიას მეორე ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილის განცხადებით, ვინაიდან საქმეში სამი ეპიზოდი არსებობს, მათ მოითხოვეს, რომ ჯერ ერთ ეპიზოდთან დაკავშირებით დაკითხონ მოწმეები და შემდეგ დანარჩენზე.
მისი თქმით, აღნიშულ შეთავაზებაზე ბრალდების მხარემ უარი განაცხადა.
თავდაცვის ყოფილ მინისტრსა და მასთან ერთად ბრალდებულ შვიდ პირს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში ედებათ ბრალი.