ქართველმა მესაზღვრეებმა თურქული სატვირთო გემი "აინარი" დააკავეს, რომელიც აფხაზეთიდან თურქეთის პორტ ტრაბზონში მიემართებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
აფხაზეთის ე.წ. ნაოსნობის გენდირექტორი ზაურ არძინბა აცხადებს, რომ აღნიშნული შემთხვევა ნეიტრალურ წყლებში მოხდა. დაკავებული გემი ამჟამად ფოთის პორტში იმყოფება. ეკიპაჟი კი რომელიც 9 ადამიანისაგამნ შედგება დაკავებულია.
"ეკიპაჟის წევრებს შორის არიან რუსეთის, უკრაინისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები. გემის ბორტზე აფხაზეთში წარმოებული თევზის ფქვილი და თევზის ქონი იყო", _ აცხადებს არძინბა.
მასალის გამოყენების პირობები