გვიან ღამით უბედური შემთხვევა მოხდა მახინჯაურში. სატვირთო მატარებელი ორ ახალგაზრდა მამაკაცს დაეჯახა, მათგან ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი უმძიმეს მდგომარეობაში ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. იგი შოკურ მდგომარეობაშია და საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
შემთხვევა მახინჯაურის სადგურზე მოხდა. ახალგაზრდები თბილისში მომავალ მატარებელს ელოდნენ. ისინი არასამთავრობო ორგანიზაცია „ეროვნული ფორუმის" წევრები იყვნენ. ახალგაზრდები ბათუმში მეჩეთის საწინააღმდეგო აქციაზე იყვნენ ჩასულები.