საქართველოში H1N1-ის მეორე ტალღა დაიწყო. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ შემთხვევები იმატებს, თუმცა დაავადებულთა რიცხვი წინა პერიოდთან შედარებით გაცილებით მცირეა.
სპეციალისტების ვარაუდით, ვირუსი უფრო მსუბუქი ფორმით გამოვლინდება.
ექიმები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ და ვირუსის პირველივე ნიშნების გამოვლენისთანავე საავდმყოფოებში მისვლას ურჩევენ.