დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დაიწყო თბილისის საქალაქო სასამართლოს უკანონოდ განთავისუფლებული მანდატურების სააპელაციო საჩივრის განხილვა. განთავისუფლებულ მანდატურებს ,,უფლებადამცველთა გაერთიანება'' იცავს. პროცესზე სააპელაციო საქმეთა პალატის მოსამართლემ ლეილა მამულაშვილს მცდელობა ქონდა აშშ-ს საელჩოს სასამართლო მონიტორინგის ხელმძღვალს ანი მორგოშიას არ მოეხდინა კალმით ჩაეწერა სხდომის მიმდინარეობისა, რაზეც ,,უფლებადამცველთა გაერთიანების'' თავმჯდომარის ნიკოლოზ მჟავანაძის გაპროტესტების შემდგომ მოსამართლის მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა და აშშ-ს საელჩოს სასამართლოს მონიტორინგის ხელმძღვანელმა ანა მორგოშიამ სხდომის მიმდინარეობის ჩაწერა განაახლა. პროცესზე ლეილა მამულაშვილი სასამართლოს მანდატურსაც თამაზ სარალიძესაც არ არძლევდა საშუალებას მკაფიოდ ჩამოეყალიბებინა თავისი პოზიცია სასამართლოს პოლიტიზირებასთან დაკავშირებით და მას რამდენჯერმე შეაწყვეტინა აზრის გამოთქმა რაც ასევე გაპროტესტებული იქნა. შემდეგი სხდომა სააპელაციო სასამართლოში 28 მარტს 13 საათზე განახლდება.
,,უფლებადამცველთა გაერთიანების'' თავმჯდომარის ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით მოსამართლე Lლეილა მამულაშვილს უფლება არ ჰქონდა აშშ-ს საელჩოს თანამშრომლისთვის მოეთხოვა სასამართლოს სხდომის ჩაწერის აკრძალვა. მისი ქმედება ეწინააღმდეგება ,,საერთო სასამართლოების შესახებ'' კანონის 12-მუხლის მეოთხე ნაწილს. ამასთან ის არ აძლევდა საშუალებას ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს პოზიცია მკაფიოდ ჩამოეყალიბებინა. შემდგომ სხდომაზე ჩვენ არ გამოვრიცხავთ მოსამართლის აცილების საკითხიც დავაყენოთ.
მასალის გამოყენების პირობები