თბილის მერი გიგი უგულავა ახალი ბრალის წაყენებას ელოდება. ამის შესახებ, გიგი უგულავამ ,,პირველი რადიოსთან" საუბარში განაცხადა.
,,ჩემი ინფორმაციით, ცოტა ხანში კიდევ რაღაც ბრალს მიყენებენ. დაახლოებით იგივე ნაირს, რაც აქამდეა წაყენებული, როგორც ,,თბილსერვისზე" მედავებიან დაახლოებით ისეთივე იქნება", -განაცხადა უგულავამ, რომელიც მის მიმართ ახალი ბრალის წაყენებას 19 აპრილს დაგეგმილ აქციას უკავშირებს.
,,ამ თარიღთან დაკავშირებით დღევანდელ ხელისუფლებას პანიკური შიში აქვს. პრაქტიკულად, თბილისში მაღაზია არ დარჩა სადაც უბნის ინსპექტორი არ მისულიყო და არ გამოეკითხა აპირებენ თუ არა აქციაზე წასვლას", -განაცხადა უგულავამ.
შეგახსენებთ, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა" 19 აპრილს მასშტაბურ აქციას გეგმავს.