საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1989 წელს დაბადებული ბიჭიკო რ. იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
დაკავებული 21 მარტს, თბილისში, იაკობ ნიკოლაძის ქუჩაზე, ორ მეგობართან ერთად „მერსედესი"-ს მარკის ავტომანქანით მოძრაობდა, რომელსაც მართავდა გრიგოლ ხ. საპატრულო პოლიციამ აღნიშნული ავტომანქანა გადამოწმების მიზნით გააჩერა, რა დროსაც ბიჭიკო რ-მ იარაღის გადამალვა სცადა, რაც შეამჩნია პატრულის თანამშრომელმა. სამართალდამცველებმა ავტომანქანის დათვალიერებისას „ჩე-ზე"-ს სისტემის პისტოლეტი და 14 ვაზნა ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება სსსკ-ის 236-ე მუხლის (იარაღის მართლსაწინააღმდეგო
შეძენა-შენახვა) 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეს იძიებს კრიმინალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საგამოძიებო სამსახური.