მენინგოკოქცემიის შემთხვევა ქუთაისშიც დაფიქსირდა. საშიში ინფექცია 17 წლის ნათია ტყეშელაშვილს დაუდგინდა. ის ინფექციურ-პათოლოგიათა ცენტრში მაღალი სიცხითა და სისხლჩაქცევებით მოათავსეს.
იგივე დაავადება პაციენტს 9 წლის ასაკშიც აქვს გადატანილი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ნათია ტყეშელაშვილთან კონტაქტში მყოფი ადამიანები, მათ შორის მისი ოჯახის წევრები, კლასელები და მეგობრები უკვე გამოიკვლიეს.
შეგახსენებთ, რომ ანალოგიური დიაგნოზით თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წუხელ 4 წლის ბავშვიც მოათავსეს.