მკვლელობა ყაზბეგის #31-ში - გვიან ღამით ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც ვალუტის გადამცვლელ პუნქტში მუშაობდა, დანით ყელი გამოჭრეს.
მკვლელობაში ეჭვმიტანილი 50 წლის მამაკაცი უკვე დაკავებულია. როგორც შემთხვევის ადგილზე აღნიშნეს, მკვლელობაში ეჭვმიტანილი გარდაცვლილს იცნობდა. არსებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი მისგან ფულს ითხოვდა.
ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიცია, სასწრაფო დახმარების ჯგუფი და ექსპერტ-კრიმინალისტთა ჯგუფი. გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზის ცენტრში გვიან ღამით გადაასვენეს.