თბილისში, იაკობ ნიკოლაძის ქუჩაზე საპატრულო ეკიპაჟმა სამი ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა. დაპატიმრება "ჩე-ზე 75" ტიპის იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისათვის განხორციელდა.
დაკავებულთაგან ორი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს, იარაღის სავარაუდო მეპატრონე კი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
წინასწარი ინფორმაციით, მას ბრალს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის წაუყენებენ