საქართველოს სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, უზრუნველყოს ბრალდებულ ბაჩანა ახალიასა და ციხის გახმაურებულ საქმეში ბრალდებული პირებისთვის, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი სხვა პატიმრებისგან მაქსიმალური იზოლაციის გზით, იმგვარი საპატიმრო პირობების შექმნას, რაც ერთი მხრივ გამორიცხავს სხვა პატიმრების მიერ ზემოხსნებული ბრალდებულებისთვის ნებისმიერი სახის შეურაცყოფის მიყენების შესაძლებლობას და მეორე მხრივ, მნიშვნელოვნად გაზრდის მათ უსაფრთხოებას.
მასალის გამოყენების პირობები