შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა გურამ დონაძემ და ირაკლი ფირცხალავამ ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ახალი კადრები გაავრცელეს. როგორც დონაძემ ,,პრაიმ ტამის" პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა გავრცელებულ კადრებში ჩანს საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე გოჩა მუკბანიანი რომელიც შემთხვევის ადგილზე გასროლიდან 39 წამში ადგილზე იმყოფება.
"კადრებში ჩანს გოჩა მუკბანიანი რომელიც გასროლიდან 39-ე წამზე, მანამ სანამ ბუტა რობაქიძე ცოცხალია შემთხვევის ადგილზეა, ის შემდეგ ჯდება მანქანაში და იძახებს სასწრაფო დახმარებას იღებს გადამცემს შემდეგი სიტყვებით არიან, დაჭერილები, არის იარაღი გვჭირდება სასწრაფო დახმარება", - განაცხადა დონაძემ და აღნიშნა, რომ გოჩა მუკბანიანი ცრუ მოწმეა.
"ეს ადამიანი და მისი დაც რომლის ჩვენებებიც არის საქმეში არიან ცრუ მოწმეები და ისინი სასჯელაღსრულების დეპარტამენტში იკავებენ საკმაოდ მაღალ თანამდებობებს და ისინი უნდა გასამართლდნენ ცრუ ჩვენების მიცემისთვის", _განაცხადა დონაძემ.