შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო
ღონისძიებების შედეგად, თბილისში 18 მარტს მომხდარ მკვლელობასა და
ყაჩაღობაში მონაწილეობის ბრალდებით 1978 წელს დაბადებული ლევან ა.
დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა, ორ თანამზრახველთან - კონსტანტინე
რ-სა და მეგი მ-სთან ერთად 18 მარტს, გამთენიისას, ე.წ. პეტრე-პავლეს
სასაფლაოზე ტაქსის მძღოლის ყაჩაღობისა და მკვლელობის საქმეში მონაწილეობდა.
მძღოლის სასიკვდილოდ დაჭრის შემდეგ ლევან ა. თანამზრახველებთან ერთად
შემთხვვევის ადგილიდან მიიმალა. მისი დადგენა-დაკავების მიზნით
მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები. სამართალდამცველებმა ბრალდებული
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად თბილისში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ლევან ლ. წასრულში ყაჩაღობისთვისაა
ნასამართლევი.
გამოძიება აღნიშნული პიროვნების მიმართ საქართველოს სსკ-ს 376-ე
(განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) მუხლით მიმდინარეობს.