სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სასაზღვრო რეჟიმის დარღვევის ფაქტზე საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი თევზმჭერი სეინერი „ფაზისი" დააკავეს.
სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, აღნიშნული სეინერის კაპიტანს, საქართველოს მოქალაქე არტურ ა.-ს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114 (პრიმა ორი) მუხლის VII ნაწილის შესაბამისად, 500 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.
სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ასევე სასაზღვრო რეჟიმის დარღვევის ფაქტზე, გონიოს საზღვაო რაიონში, საქართველოს დროშით მცურავი თევზმჭერი სეინერი „ZAMAN AVCI-2" დააკავეს.
აღნიშნული სეინერის კაპიტანს, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ასევე 500 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.