დღეს, 19 მარტს, წითელი ხიდის საბაჟო გამშვებ პუნქტზე, აზერბაიჯანიდან, საქართველოში, ოქროს ნაკეთობების სამართალდარღვევის გზით შემოსვლის ფაქტი გამოვლინდა. კერძოდ, აზერბაიჯანის მოქალაქე რ.ა. საბაჟო პროცედურების გავერდის ავლით, მალულად ცდილობდა ქვეყანაში ძვირფასი ქვებით, სავარაუდოდ ბრილიანტებით გაწყობილი ოქროს ნაკეთობები, ასევე ოქროს მონეტები შემოეტანა. შემოსავლების სამსახურის, საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ გამოვლენილი, არადეკლარირებული საქონელი, საბაჟო ღირებულების დადგენის მიზნით, ექსპერტიზაზე გაიგზავნება.