,,პროკურატურაში მუშაობის დამწყები პირებისთვის სარეზერვო ფონდი შეიქმნება", -ამის შესახებ, მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა ჟურნალისტებთან თბილისის პროკურორის წარდგინებისას განაცხადა.
,,გვინდა რა პროკურატურის რიგებში მოხვდნენ ადამიანები ვისი ავტორიტეტი, პროფესიონალიზმი და ღირსებაც საზოგადოებაში კარგად წარმოჩენილი იქნება. გადავწყვიტეთ, რომ გარკვეული სარეზერვო ფონდის, ბანკის შექმნა გვინდა იმ კანდიდატურებისგან ვინც პროკურატურაში უნდა განმწესდნენ",_განაცხადა კბილაშვილმა და აღნიშნა, რომ პროკურატურაში მუშაობის დამწყები პირების დაახლოებით სამი ათასამდე განცხადებაა შესული.
კბილაშვილი განცხადებით, სპეციალური კომისია შეარჩევს პროკურატურაში მუშაობის დამწყებ პირებს რის შემდეგაც საჭიროების შემთხვევაში ისინი დასაქმდებიან.