საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში მე-19 საუკუნის ევროპული არქიტექტურისა და მხატვრობის ამსახველი წიგნების გამოფენა გაიხსნა. ღონისძიების ორგანიზატორი სტუ-ის ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორი ვაჟა პაპასკირია. მისი განცხადებით, გამოფენაზე წარმოდგენილია ექსპონატები ბიბლიოთეკის რარიტეტული ფონდიდან.
სტუ-ის ბიბლიოთეკაში, პარალელურად, კიდევ რამდენიმე გამოფენა მიმდინარეობს. ესენია: "მე-19 საუკუნეში გამოცემული წიგნები კავკასიის მთიელთა შესახებ", "პოლონური წიგნი", "დედამიწის ისტორია". გარდა ამისა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ცალკე ფონდად ჩამოყალიბებდა რარიტეტული განყოფილება.