თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართება.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ნიკა გვარამიას, ენერგეტიკისა და ფინანსთა ყოფილი მინისტრის ალექსანდრე ხეთაგურის, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის კახა დამენიას, კომპანია "თელასის" ყოფილი გენერალური დირექტორის დევი კანდელაკის დაცვის მხარეები მტკიცებულებებს წარადგენენ.
წინა სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ მტკიცებულებების დაშვებულობასთან დაკავშირებით, ორივე მხარის მიერ წარდგენილი შუამდგომლობები დააკმაყოფილა.
დღეს საქმის არსებით განხილვაზე მტკიცებულებებს ბრალდების მხარეც წარადგენს. მათი ინფორმაციით, საქმეზე 61 მოწმის ჩვენება არსებობს. აღნიშნულ საქმეზე კი კიდევ სამი პირია დასაკითხი.
სასამართლო პროცესი 12:00 საათზე დაიწყება.
19 დეკემბერს დაკავებულ პირებს ბრალი ცრუ მეწარმეობაზე, საგადასახადო დოკუმენტაციის გამოყენება-გაყალბებასა და დიდი ოდენობის ქრთამის აღებისთვის წაუყენეს.