შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მის სიმამრს, ყოფილ პატიმარ თამაზ თამაზაშვილს ყოფილი ხელისუფლების პირობებში, მორგში ადამიანის გარდაცვალებისთვის აყურებინეს.
როგორც მან საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას აღნიშნა, ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებს დადასტურებული ინფორმაცია აქვთ, რომ თამაზაშვილს საპატიმროში არაადიამიანურად ეპყრობოდნენ.
„თამაზ თამაზაშვილი ციხეში რამდენჯერმე მოწამლეს. ამაზე უკვე დაწყებული გვაქვს გამოძიება და მოწმეც დაიკითხა. გვაქვს ინფორმაცია, რომ ავადმყოფი ადამიანი მორგში ჩაიყვანეს, მომაკვდავ ადამიანთან დააწვინეს და აყურებინეს, როგორ გარდაიცვალა პატიმარი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, აღნიშნული საკითხის მოწმეები უკვე დაიკითხნენ და საქმის მოკვლევა მიმდინარეობს.