შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობას არასწორი ჭორი აქვს.
როგორც მან საპარლამენტო უმცირესობასთნ შეხვედრისას აღნიშნა, პროკურორებთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია ვრცელდება.
"ვრცელდება არასწორი ინფორმაცია. პროკურორის მოადგილე მემგონი სხვაგან მიდის სამუშაოდ ჩემი ინფორმაციით. დაელოდეთ. რაც შეეხება თბილისის პროკურორს, არ მგონია, რომ ის მიდიოდეს პროკურატურიდან. უბრალოდ შეიძლება საკადრო გადაადგილებებია პროკურატირაში. ასე რომ არ დასტურდება თქვენი ინფორმაცია", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პროკურორების გათავისუფლებასთან დაკავშირებული შეკითხვა შს მინისტრს უმცირესობის დეპუტატმა თინათინ ბოკუჩავამ დაუსვა.
შეკითხვის თანახმად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ თბილისის მთავარი პროკურორი, ისევე როგორც მთავარი პროკურორის მოადგილე თანამდებობებიდან გაათავისუფლეს.
ბოკუჩავას განცხადებით, ვრცელდება გარკვეული ინფორმაცია, რომ ისინი იმიტომ გაათავისუფლეს, რომ გარკვეული კორუფციის ფაქტები იყო, რომელიც შს მინისტრმა აღმოაჩინა და შემდეგ პრემიერ-მინისტრს წარუდგინა.